BFB
ოთხშაბათი, აგვისტო 10, 2022
  • Შესვლა
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
BFB
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„აპარტ დეველოპმენტი“ ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრი გახდა

2021-05-17
კატეგორია: ბიზნესი
A A
„აპარტ დეველოპმენტი“ ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრი გახდა
41
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს სამშენებლო სექტორში მოღვაწე შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ სწრაფად მზარდი კომპანია, „აპარტ დეველოპმენტი“ შეუერთდა.

„მივესალმებით, „აპარტ დეველოპმენტს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. კოვიდ პანდემიის ფონზე მშენებლობის სექტორში არსებული პრობლემები საჭიროებს მეტ ყურადღებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა სასარგებლო და ორმხრივად პროდუქტიული იქნება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა და არსებული სირთულეებისა, ასოციაციის ახალი წევრი დინამიურად და სწრაფად ვითარდება, რაც კომპანიის სწორ მენეჯმენტსა და ახალ რეალობაში ბიზნეს მოდელის დროულად გადაწყობაზე მეტყველებს“ – განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ბიზნეს ასოციაციის ახალი წევრი „აპარტ დეველოპმენტი“ 2019 წელს დაარსდა. კომპანიამ ბაზარზე ადგილი მარტივად დაიმკვირდა და 2020 წლიდან ახალი პროექტის თბილისის ისტორიულ ცენტრში Old City Panorama-ს მშენებლობა დაიწყო. აღნიშნული კომპლექსი მოიცავს სამ შენობას და სულ 8 სართულიანია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი მიზანია „ძველ თბილისისთვის ახალი სიცოცხლის შეძენა და ავარიული შენობების ჩანაცვლება ახლით, შესაბამისად, პროექტის ექსტერიერის დიზაინი იდეალურად ერწყმის ძველი თბილისის არქიტექტურულ სტილს და ამავდროულად თანამედროვე იერსახეს სძენს“.

აღსანიშნავია, რომ „აპარტ დეველოპმენტმა“ სპეციალურად ემიგრანტებისთვის შექმნა დამატებით, დისტანციური სერვისები, რაც უცხო ქვეყნიდან ბინის შეძენის პროცესს  უფრო მარტივს და სწრაფს ხდის.

„მშენებლობას ვაწარმოებთ უმაღლესი სტანდარტების დაცვით, ჩვენი სამშენებლო ობიექტები გამოირჩევა კონსტრუქციული და სეისმური მდგრადობით. კომპანიის გუნდისთვის თითოეული, მიმდინარე თუ სამომავლო პროექტი უმნიშვნელოვანესია,  შესაბამისად, ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილებსა და ინტერესებს, ვირჩევთ დახვეწილ  ექსტერიერს, ეფექტურ შიდა დაგეგმარებას და, რაც მთავარია, საუკეთესო ადგილმდებარეობას“ – განაცხადა „აპარტ დეველოპმენტის“ დამფუძნებელმა, ბექა ხოფერიამ.

ტეგები: bagბიზნეს ასოციაცია
შემდეგი პოსტი
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის და ფრინველის რაოდენობა გაიზარდა

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის და ფრინველის რაოდენობა გაიზარდა

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ლარის კურსი

USD2.710.00%
EUR2.760.00%
GBP3.270.00%
TRY0.150.00%

Currency exchange rates in GEL on August 7, 2022

პოპულარული

  • „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ციფრული ლარის საპილოტე ვერსია მომავალი წლიდან დაინერგება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • 1 აშშ დოლარი 3,03 ლარად ივაჭრება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ეროვნული ბანკი ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საწვავის ფასი 3 ლარს გადაცდა – რა ღირს 1 ლიტრი ბენზინი და დიზელი საქართველოში

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
ახალი ბარათი ახალი ბარათი ახალი ბარათი

ნავიგაცია

  • რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი

გამოგვყევი

Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია

სალამი!

სისტემაში შესვლა

დაგავიწყდა პაროლი?

პაროლის აღდგენა

პაროლის აღსადგენად გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელ.ფოსტის მისამართი

შესვლა