BFB
ოთხშაბათი, აგვისტო 10, 2022
  • Შესვლა
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
BFB
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ახალი ლიბერთი ბიზნესისთვის – „ლიბერთის“ ინიციატივა რეგიონებში – ,,ბიზნეს დიალოგი“ გრძელდება

2022-06-15
კატეგორია: ბიზნესი
A A
ახალი ლიბერთი ბიზნესისთვის – „ლიბერთის“ ინიციატივა რეგიონებში – ,,ბიზნეს დიალოგი“ გრძელდება
7
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ლიბერთი ,,გაზარდე შენი ბიზნესი“ კამპანიის ფარგლებში აგრო და  ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერიას აგრძელებს. აღნიშნული ინიციატივა კახეთით  დაიწყო და   ამჯერად  ლიბერთი, პარტნიორებთან ერთად, გურიისა და სამეგრელოს რეგიონის აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს  შეხვდა.

,,ბიზნეს დიალოგის” მოწვეული სპიკერები იყვნენ ლიბერთის, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA),  სახელმწიფო პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“ და New Vision დაზღვევის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი.

,,ლიბერთის ახალი ინიციატივა ,,ბიზნეს დიალოგი“ წარმოადგენს  რეგიონალური შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში, პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონში ტარდება შეხვედრები აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრების მიზანია, რეგიონებში უშუალო კავშირი როგორც ამჟამად  არსებულ, ასევე პოტენციურ მომხმარებლებთან. დიალოგის ფორმატი, კარგი საშუალებაა, რაც შეიძლება ახლოს მივიდეთ მეწარმეებთან, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და შევისწავლოთ აგრო და ბიზნეს კომპანიების საჭიროებები და სურვილები. ასევე გავაცნოთ ლიბერთის შესაძლებლობები და ჩვენს  პარტნიორებთან ერთად დაგეგმილი პროექტები.  ვიმედოვნებთ,  მსგავსი ტიპის შეხვედრები როგორც ბანკისთვის, ასევე ბიზნესისთვის ნაყოფიერი იქნება და იდეების ურთიერთგაზიარება, შესაბამისად ახალი საბანკო შეთავაზებების შექმნას და  მცირე და საშუალო ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს“ – განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.

„აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ერთ-ერთ მთავარ მიზანს ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა წარმოადგენს, რისთვისაც სააგენტო, ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერ პროგრამებს ახორციელებს. ვფიქრობთ, “ლიბერთი ბანკის” მიერ ინიცირებული ბიზნეს დიალოგის ფორმატის შეხვედრები, განსაკუთრებით პოსტ-პანდემიური პერიოდის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა. ერთის მხრივ, იზრდება ცნობადობა სახელმწიფო პროგრამების შესახებ და მეორეს მხრივ, მეწარმეებს ეძლევათ საშუალება ისარგებლონ კომერციული ბანკების, სალიზინგო კომპანიების რესურსებით და ამასთან, გამოიყენონ სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები”- აღნიშნა  ,,აწარმოე საქართველოში“ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის, სახელმწიფო პროგრამების მართვის სამსახურის უფროსმა თეონა ბაბუნაშვილმა.

,,სოფლის განვითარების სააგენტოსთვის მეტად მნიშვნელოვანია, ის რომ ჩვენს  მიერ განხორციელებული ყველა პროექტის დეტალური პირობები, მართებულად მიეწოდოს  პოტენციურ ბენეფიციარებს. ასევე აუცილებელია იმ ბენეფიტების ცოდნა, რომელსაც მომხმარებელი სხვადასხვა სახელმწიფო თუ ერთობლივი პროგრამებიდან მიიღებს. აქედან გამომდინარე, ლიბერთის ახალი ინიციატივა, დიალოგის ფორმატით ესაუბროს რეგიონებში, აგრო და მცირე მეწარმეებს,  ბუნებრივია, ხელს შეუწყობს უშუალოდ დაინტერესებული მხრიდან აღნიშნული პროექტების შესახებ უკუკავშირის მიღებას და გაგვიადვილებს არსებული პროგრამების გაუმჯობესებას“ – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ  გიორგი ჯიბლაძემ.

,,ლიბერთისთან”, 2 წელია რაც აგროდაზღვევის კუთხით დავიწყეთ თანამშრომლობა და ვცდილობთ,  მაქსიმალურად  მივიღოთ მონაწილეობა ლიბერთის მიერ რეგიონებში, პოტენციურ მსესხებლებთან და არსებულ მომხმარებლებთან ინიცირებულ ყველა  შეხვედრაში. ჩვენი მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში, განვავითაროთ აგროდაზღვევის მიმართულება და კახეთის, ქართლისა და სამცხე ჯავახეთის რეგიონებში განხორციელებული წარმატებული საქმიანობის შემდეგ,  ლიბერთისთან ერთად გავაქტიურდეთ გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში. ამიტომ, ახალი ინიციატივა ,,ბიზნეს დიალოგი“ სხვადასხვა ბიზნეს სფეროებს შორის  უფრო მეტად პროდუქტიულ  თანამშრომლობასა  და ფერმერებისთვის როგორც სადაზღვევო, ასევე საბანკო პროდუქტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის უშუალო მიწოდებას შეუწყობს ხელს“ – აღნიშნა  ,,ნიუ ვიჟენ დაზღვევის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა ხოსროშვილმა.

“ლიბერთი” ,,ბიზნეს დიალოგის” შეხვედრებს,  მთელი ზაფხულის განმავლობაში  საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

 

 

 

 

ტეგები: ბიზნესილიბერთიმენაბდეპროგრამა
შემდეგი პოსტი
საქართველოს მოსახლეობა შემცირდა

საშუალო ხელფასი საქართველოში 1 446 ლარამდე გაიზარდა

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ლარის კურსი

USD2.710.00%
EUR2.760.00%
GBP3.270.00%
TRY0.150.00%

Currency exchange rates in GEL on August 7, 2022

პოპულარული

  • „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ციფრული ლარის საპილოტე ვერსია მომავალი წლიდან დაინერგება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • 1 აშშ დოლარი 3,03 ლარად ივაჭრება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ეროვნული ბანკი ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საწვავის ფასი 3 ლარს გადაცდა – რა ღირს 1 ლიტრი ბენზინი და დიზელი საქართველოში

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
ახალი ბარათი ახალი ბარათი ახალი ბარათი

ნავიგაცია

  • რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი

გამოგვყევი

Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია

სალამი!

სისტემაში შესვლა

დაგავიწყდა პაროლი?

პაროლის აღდგენა

პაროლის აღსადგენად გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელ.ფოსტის მისამართი

შესვლა