BFB
ოთხშაბათი, აგვისტო 10, 2022
  • Შესვლა
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
BFB
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ეკონომიკა

„დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებლის მატებაა მოსალოდნელი“

2021-12-13
კატეგორია: ეკონომიკა
A A
„დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებლის მატებაა მოსალოდნელი“
26
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

„მართალია, დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებლის მატებაა მოსალოდნელი, თუმცა მხოლოდ დაბალი საბაზო ეფექტის გამო,“ – ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია აღნიშნული.

„ჩვენი მოლოდინებისგან განსხვავებით, 8 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი 0.5 პპ-ით 10.5%-მდე გაზარდა. მართალია, დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებლის მატებაა მოსალოდნელი, თუმცა მხოლოდ დაბალი საბაზო ეფექტის გამო. ამასთან, სეზონურად შესწორებული თ/თ ინფლაცია უკვე ფასების ზრდის დასტაბილურებაზე მიუთითებს – ბოლო მონაცემით 3%-იან სამიზნე ნიშნულზე ქვემოთაც კი. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების შედარებით შემცირება და ლარის გამყარება აძლიერებს ჩვენს პროგნოზს, რომლის მიხედვითაც მომავალ წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება.

2022 წლის ბოლოსთვის სამომხმარებლო ფასების ზრდის მოლოდინი 3%-ის ფარგლებშია, იმ დაშვებით, რომ ბრენტის ნავთობის ფასი სადღეისოდ არსებული 75-დან 85 აშშ დოლარამდე აღდგება, სხვა სასაქონლო ფასები არსებულ დონეზე შენარჩუნდება, გლობალური მიწოდების ჯაჭვების შეფერხება გარკვეულწილად შემსუბუქდება, ადგილობრივი ინფლაციის გამოკლებით ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი დაახლოებით 5.0%-ით გაუფასურდება და რეალური მშპ 6%-ით გაიზრდება.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დროებითია და სამომავლოდ კვლავ შერბილების ციკლია მოსალოდნელი – 2022 წლის ბოლოს, ჩვენი პროგნოზის მიხედვით, რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-ს შეადგენს,“-აღნიშნულია მიმოხილვაში.

ტეგები: დეკემბერიინფლაციაფასები
შემდეგი პოსტი
ავტომობილების ინსპექტირების წესში რამდენიმე ვალდებულების ამოქმედება გადავადდა

ავტომობილების ინსპექტირების წესში რამდენიმე ვალდებულების ამოქმედება გადავადდა

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ლარის კურსი

USD2.710.00%
EUR2.760.00%
GBP3.270.00%
TRY0.150.00%

Currency exchange rates in GEL on August 7, 2022

პოპულარული

  • „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ციფრული ლარის საპილოტე ვერსია მომავალი წლიდან დაინერგება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • 1 აშშ დოლარი 3,03 ლარად ივაჭრება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ეროვნული ბანკი ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საწვავის ფასი 3 ლარს გადაცდა – რა ღირს 1 ლიტრი ბენზინი და დიზელი საქართველოში

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
ახალი ბარათი ახალი ბარათი ახალი ბარათი

ნავიგაცია

  • რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი

გამოგვყევი

Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია

სალამი!

სისტემაში შესვლა

დაგავიწყდა პაროლი?

პაროლის აღდგენა

პაროლის აღსადგენად გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელ.ფოსტის მისამართი

შესვლა