BFB
ოთხშაბათი, აგვისტო 10, 2022
  • Შესვლა
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
BFB
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ეკონომიკა

“ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება ქართული ოცნების მხრიდან, რომელიც ეცადა, ჩაეკლა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი”- ანაკლიის განვითარების კონსორციუმი

2022-01-13
კატეგორია: ეკონომიკა
A A
“ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების გაგრძელება ქართული ოცნების მხრიდან, რომელიც ეცადა, ჩაეკლა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი”- ანაკლიის განვითარების კონსორციუმი
12
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 იანვრის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, „ანაკლიის
განვითარების კონსორციუმმა“ განცხადება გაავრცელა:

„მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული სამწლიანი პოლიტიკური დევნის
შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მათ თავზე კვლავ ჰაერში
გამოკიდებულს ტოვებს უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივ ბრალდებას. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი
ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე იყო და არის პოლიტიკური და მიმართული
იმისკენ, რომ ჩავარდნილიყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკური სახის შენარჩუნების მცდელობა ქართული სასამართლოსა და
მთავრობის მიერ. სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის ბრალდება ფულის გათეთრების საფუძვლით,
თუმცა თვითნებურად გადააკვალიფიცირა თაღლითობით, რისი კანონიერი საფუძველიც მას არ ქონდა. ეს
შედეგი ფარსია, რადგან პროკურატურას ასეთ დანაშაულზე არ წარუდგენია ბრალი მამუკა ხაზარაძისა და
ბადრი ჯაფარიძისთვის და სასამართლოზე ის არ განხილულა. ჩვენი გადასახედიდან, ეს გადაწყვეტილება
კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის განზრახვაა ‐ ანაკლიის პროექტი არ განხორციელდეს, ან თუ გაგრძელდება, არა კონსორციუმის ინვესტორების მონაწილეობით.

საერთაშორისო საზოგადოებრიობა უდაოდ მიაქცევს ყურადღებას ამ გადაწყვეტილებას. მამუკა ხაზარაძისა
და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ თავდაპირველი ბრალდების უსაფუძვლობა ზედაპირზევე ნათელი იყო,
რასაც ასევე ადასტურებდა სახალხო დამცველისა და Transparency International‐საქართველოს დამოუკიდებელი დასკვნები. თუმცა ამან ვერ შეაჩერა მთავრობის მხრიდან სასამართლო პროცესში ჩარევის მცდელობები და ვერ უზრუნველყო სახელმწიფო სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში არსებული დარღვევების აღკვეთა.

ეს არის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური დევნის გაგრძელება, რამაც არსებითად დააზიანა კონსორციუმის საქმიანობა ანაკლიის პროექტის განვითარების მიმართულებით, რასაც მოჰყვა მთავრობის მიერ პროექტის უკანონო შეწყვეტა და შესაბამისი საარბიტრაჟო დავების დაწყება. სამწუხაროდ, სამართლიანობის ეს უკანასკნელი დაცინვა კიდევ ერთი ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ რეპუტაციულმა საერთაშორისო ფინანსურმა ჯგუფებმა არ განახორციელონ ინვესტიცია პროექტში.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ზიანისმომტანი შედეგები ნათელია: ამ პოლიტიკური ანგარიშსწორებითა და ანაკლიის პორტის პროექტისთვის ძირის გამოთხრით ქართული ოცნების მთავრობამ ასევე განდევნა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას. ეს იმ ფარსის გაგრძელებაა,რომლითაც მთავრობა ხელს უწყობს საინვესტიციო საზოგადოების, ევროკავშირისა და აშშ‐ის მთავრობების და საკუთარი მოქალაქეების მოტყუებას ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული, მისი ნამდვილიზრახვების შესახებ. ანაკლიის პორტის პროექტის მისამართით დეკლარირებული მხარდაჭერის მიუხედავად, ბოლო სამი წლის განმავლობაში მთავრობის ქმედებებმა აჩვენა, რომ იგი აქტიურად აჩერებს ან ეწინააღმდეგება რაიმე პროგრესს დიდი ხნის ნანატრი ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმართულებით. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ კიდევ გაურკვეველი ვადით გადაიდოს ის დღე, როდესაც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში.“

ტეგები: ანაკლიის განვითარების კონსორციუმიბადრი ჯაფარიძემამუკა ხაზარაძე
შემდეგი პოსტი
აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის მიწოდებას შეამცირებს

აზერბაიჯანი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის მიწოდებას შეამცირებს

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ლარის კურსი

USD2.710.00%
EUR2.760.00%
GBP3.270.00%
TRY0.150.00%

Currency exchange rates in GEL on August 7, 2022

პოპულარული

  • „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ციფრული ლარის საპილოტე ვერსია მომავალი წლიდან დაინერგება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • 1 აშშ დოლარი 3,03 ლარად ივაჭრება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ეროვნული ბანკი ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საწვავის ფასი 3 ლარს გადაცდა – რა ღირს 1 ლიტრი ბენზინი და დიზელი საქართველოში

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
ახალი ბარათი ახალი ბარათი ახალი ბარათი

ნავიგაცია

  • რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი

გამოგვყევი

Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია

სალამი!

სისტემაში შესვლა

დაგავიწყდა პაროლი?

პაროლის აღდგენა

პაროლის აღსადგენად გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელ.ფოსტის მისამართი

შესვლა