ბუნებრივი აირი „თბილისი ენერჯის“ მომხმარებლებისთვის 8 თეთრით გაძვირდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სემეკმა დღეს მიიღო. სამომხმარებლო ტარიფების ზრდა თავად კომპანიის მოთხოვნით მოხდა.
როგორც სხდომაზე განიმარტა, ტარიფის ცვლილების ძირითადი მიზეზი ლარის კურსი გახდა.
ტარიფი ძალაში 2021 წლის 1-ელი ივნისიდან შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.