BFB
ოთხშაბათი, აგვისტო 10, 2022
  • Შესვლა
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
BFB
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი სიახლე

მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო

2022-07-06
კატეგორია: მთავარი სიახლე
A A
მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო
4
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. თბილისის მერის ინფორმაციით,  სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა რეაბილიტირებულ ნაწილში აღდგენილია.

„მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. როდესაც ეს პროექტი დავიწყეთ, გზის სავალი ნაწილი გავყავით და ერთ მხარეს გადაადგილების შესაძლებლობა დავტოვეთ. მეორე მხარეს, სადაც სამუშაოები მიმდინარეობდა, ფაქტობრივად, ყველაფერი მოწესრიგდა. ქვედა ფენებში უკვე დაგებულია ასფალტის საფარი, შეიცვალა ფილები და მოაჯირები მთლიანად რეაბილიტირდა. ასევე, ეწყობა სანიაღვრე სისტემა, რომ წვიმის დროს ხიდზე პრობლემა არ არსებობდეს. ამ ეტაპზე, მოძრაობა გადაერთო გზის მეორე მხარეს. ეს სივრცეც მოწესრიგდება და პროექტი სექტემბერში მთლიანად დასრულდება. როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე, ხიდის ფასადი, იქნება რეაბილიტირებული და მოწესრიგებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის მეორე ეტაპზე, გზის სავალი ნაწილის ქვევით, საიზოლაციო დამცავი ფენები ეწყობა. ასევე, ასფალტბეტონის საფარი დაიგება, ტროტუარი განახლდება და ბუნებრივი ქვის ფილებით მოპირკეთდება.

„გარდა ამისა, გამაგრდება ფასადები და თაღები, ხოლო ხიდზე არსებული თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად განახლდება.

მეორე ეტაპზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მხარეს შეიზღუდება.

დედაქალაქის მერთან ერთად, სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ლევან ნაროუშვილი, კრწანისის და ისნის რაიონების გამგებლები – ბექა მიქაუტაძე და ნიკოლოზ ელისაშვილი, ასევე, ისნის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე გაეცნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

შემდეგი პოსტი
“სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს გადაჭარბებით შევასრულებთ”

"სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებს გადაჭარბებით შევასრულებთ"

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ლარის კურსი

USD2.710.00%
EUR2.760.00%
GBP3.270.00%
TRY0.150.00%

Currency exchange rates in GEL on August 7, 2022

პოპულარული

  • „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ციფრული ლარის საპილოტე ვერსია მომავალი წლიდან დაინერგება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • 1 აშშ დოლარი 3,03 ლარად ივაჭრება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ეროვნული ბანკი ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საწვავის ფასი 3 ლარს გადაცდა – რა ღირს 1 ლიტრი ბენზინი და დიზელი საქართველოში

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
ახალი ბარათი ახალი ბარათი ახალი ბარათი

ნავიგაცია

  • რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი

გამოგვყევი

Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია

სალამი!

სისტემაში შესვლა

დაგავიწყდა პაროლი?

პაროლის აღდგენა

პაროლის აღსადგენად გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელ.ფოსტის მისამართი

შესვლა