BFB
ოთხშაბათი, აგვისტო 10, 2022
  • Შესვლა
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
BFB
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

მთავრობა იმ ჯგუფის აქციონერი ხდება, რომელიც „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონეა

2022-06-13
კატეგორია: ბიზნესი
A A
მთავრობა იმ ჯგუფის აქციონერი ხდება, რომელიც „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონეა
4
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა იმ ჯგუფის აქციონერი ხდება, რომელიც „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონეა.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს არის უსასყიდლო გარიგება.

„რამდენიმე კვირის წინ, მე ჩვენს საზოგადოებას შევპირდი, რომ რამდენიმე კვირაში, სასიამოვნო ინფორმაციას გავაცნობდი. დღეს მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე. ეს არის უსასყიდლო გარიგება. ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები და ამის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი და ყველა ის პრობლემა, რომელიც „ბორჯომსა“ და მის თანამშრომლებს ჰქონდათ შექმნილი ოპერირებაში, მართვასა და ფუნქციონირებაში, იქნება მოხსნილი.

აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რეგულატორებთანაც გვქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით. მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს, რომლებმაც აქტიურად და ნაყოფიერად იმუშავეს ამ გარიგების წარმატებით დასასრულებად. ვულოცავ „ბორჯომის“ თითოეულ თანამშრომელს. მე ვიცი, იქ რამდენიმე ათეულ თანამშრომელს მიაჩნია, რომ ადგილობრივი კომპანია უსამართლოდ მოექცა. 50 თანამშრომელი გაუშვეს. წინა კვირასაც მოგახსენეთ ამის თაობაზე.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გახდება ამ საწარმოს თანამფლობელი, რა თქმა უნდა, უფრო აქტიურად ჩავერთვებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს მივმართო, რომ არცერთი არ დარჩება სიმართლის გარეშე. არცერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება, არცერთი თანამშრომელი ჩვენი „ბორჯომის“. ვიცი, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა, ზურაბ აზარაშვილსა და ლევან დავითაშვილს მივმართავ, ამ პროცესში თქვენც მოგიწევთ ჩართულობა და სჯობს ეს საკითხი ბოლომდე მიიყვანოთ, რაც შეიძლება მალე, რომ არ ჰქონდეს ხალხს განცდა, რომ ვინმე იჩაგრება უსამართლოდ. ყველა მათი სამართლიანი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, არ უნდა იყოს ხმაური და განცდა არ უნდა ჰქონდეს არავის, რომ ვინმე იჩაგრება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტეგები: აქციაბორჯომისახელმწიფოღარიბაშვილი
შემდეგი პოსტი
იანვარ-თებერვალში ექსპორტი 54,5%-ით, ხოლო იმპორტი 47.2%-ით გაიზარდა

იანვარ-მაისში ექსპორტი 36.2%-ით, ხოლო იმპორტი 37.3%-ით გაიზარდა

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ლარის კურსი

USD2.710.00%
EUR2.760.00%
GBP3.270.00%
TRY0.150.00%

Currency exchange rates in GEL on August 7, 2022

პოპულარული

  • „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ციფრული ლარის საპილოტე ვერსია მომავალი წლიდან დაინერგება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • 1 აშშ დოლარი 3,03 ლარად ივაჭრება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ეროვნული ბანკი ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საწვავის ფასი 3 ლარს გადაცდა – რა ღირს 1 ლიტრი ბენზინი და დიზელი საქართველოში

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
ახალი ბარათი ახალი ბარათი ახალი ბარათი

ნავიგაცია

  • რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი

გამოგვყევი

Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია

სალამი!

სისტემაში შესვლა

დაგავიწყდა პაროლი?

პაროლის აღდგენა

პაროლის აღსადგენად გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელ.ფოსტის მისამართი

შესვლა