BFB
სამშაბათი, ივნისი 28, 2022
  • Შესვლა
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
BFB
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი წარმატების ისტორია

პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი გლობალურ ბაზარზე გაიყიდა 

2021-05-13
კატეგორია: წარმატების ისტორია
A A
პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი გლობალურ ბაზარზე გაიყიდა 
17
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად, ქართული სტარტაპის – Pulsar AI-ის დამფუძნებლებს შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა. Pulsar AI ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა ამერიკულმა კომპანია SpinCar-მა შეისყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე Pulsar AI-ის დამფუძნებლებმა ქართული სტარტაპის ისტორიასა და წარმატების გზაზე ისაუბრეს. ირაკლი ღარიბაშვილმა მათ ქართული ინოვაციური პროექტისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ Pulsar AI-ის წარმატება ნათელი მაგალითია იმისა, რომ ადგილობრივი ქართული სტარტაპები ძალიან კონკურენტუნარიანები არიან საერთაშორისო ბაზარზე. ასევე ითქვა, რომ Pulsar AI-მ შექმნა, დიდი სტიმული და მოტივაციაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც აღნიშნულ სფეროში მოღვაწეობს.

შპს “პულსარი“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტების ბენეფიციარია. 2017-2018 წლებში მათ მოიპოვეს 5000-ლარიანი გრანტი პროტოტიპირებისთვის და საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, სადაც ინვესტორებს წარუდგინეს აღნიშნული პროტოტიპი. 2018 წელს, სტარტაპერებმა დამატებით სააგენტოს 100 000-ლარიან საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვეს, ხოლო 2020 წელს 650 000-ლარიან საგრანტო პროგრამაში. 2019-2020 წლებში „პულსარმა“ 1.2 მილიონი აშშ დოლარის კერძო ინვესტიცია მოიზიდა აშშ-დან, სილიკონის ველიდან და საბოლოოდ, ქართული სტარტაპი რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

Pulsar AI მუშაობს კლიენტსა და ავტომობილის დილერს შორის სრულად ავტომატიზებული კომუნიკაციის შექმნაზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. კომპანიის მიზანია, შექმნას ტექნოლოგია, რომელიც ავტომობილების დილერებს შესაძლებლობას მისცემს სწრაფად და ეფექტურად მოემსახურონ პოტენციურ კლიენტებს ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინებისა თუ ვებ – ჩეთის საშუალებით.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში ეკოსისტემის შექმნას, როგორც მთავრობის პრიორიტეტს. აღინიშნა, რომ მთავრობა, 10-წლიანი გეგმის ფარგლებში კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მსგავსი ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის სტრატეგიას.

 

ტეგები: გლობალური ბაზარიკომპანიასტარტაპიქართული სტარტაპიხელოვნური ინტელექტი
შემდეგი პოსტი
ილონ მასკის გადაწყვეტილების შემდეგ ბიტკოინის ფასი 5%-ით შემცირდა

ილონ მასკის გადაწყვეტილების შემდეგ ბიტკოინის ფასი 5%-ით შემცირდა

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ლარის კურსი

USD2.940.00%
EUR3.11–0.01%
GBP3.60–0.20%
TRY0.18–0.55%

Currency exchange rates in GEL on June 28, 2022

პოპულარული

  • „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ციფრული ლარის საპილოტე ვერსია მომავალი წლიდან დაინერგება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • 1 აშშ დოლარი 3,03 ლარად ივაჭრება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ეროვნული ბანკი ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საწვავის ფასი 3 ლარს გადაცდა – რა ღირს 1 ლიტრი ბენზინი და დიზელი საქართველოში

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
ახალი ბარათი ახალი ბარათი ახალი ბარათი

ნავიგაცია

  • რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი

გამოგვყევი

Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია

სალამი!

სისტემაში შესვლა

დაგავიწყდა პაროლი?

პაროლის აღდგენა

პაროლის აღსადგენად გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელ.ფოსტის მისამართი

შესვლა