BFB
ოთხშაბათი, აგვისტო 10, 2022
  • Შესვლა
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
BFB
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი საზოგადოება

რა ახალი უფლებები გაუჩნდათ დღეიდან მომხმარებლებს?

2022-06-01
კატეგორია: საზოგადოება
A A
რა ახალი უფლებები გაუჩნდათ დღეიდან მომხმარებლებს?
9
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

საქართველოში 1-ლი ივნისიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი ამოქმედდა. კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებად კონკურენციის ეროვნული სააგენტო განისაზღვრება.

როგორც კონკურენციის სააგენტოში აცხადებენ, სააგენტო განაცხადების განხილვას კი მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან დაიწყებს.

„პირველი ივნისიდან დაიწყება შესაბამისი დეპარტამენტის ფორმირება, შევუშავდება კანონქვემდებარე აქტი – საქმის შესწავლის წესისა და პროცედურის თაობაზე. საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის, დანერგვის მიზნით, დღის წესრიგშია თანამშრომელთა გადამზადების საკითხი. კანონით განსაზღვრული ძირითადი უფლებების, სხვადასხვა საოპერაციო საკითხების განხილვის მიზნით, სექტემბრიდან დაიწყება ბიზნეს სექტორთან და მომხმარებელთან აქტიური შეხვედრების რეჟიმი.

ინფორმაციისთვის: 2022 წლის პირველი ნოემბრიდან, სააგენტოს განცხადებით შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა. სააგენტო საკითხს შეისწავლის სავარაუდო დარღვევის ისეთ ფაქტებზე, რომელმაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებელთა ჯგუფის ინტერესების დარღვევა. დადგენილი წესის შესაბამისად, საქმის შესწავლის პროცესი მოიცავს 1 თვეს, რომელიც მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვემდე.

დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად, ხოლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს დააკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. დაკისრებული ჯარიმა მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ გაათავისუფლებს,“- აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

რაც შეეხება კანონის შინაარს, კანონმდებლობის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია – პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და ა.შ. ასევე, უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეული ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება. მომხმარებლის უფლებაა, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს საქონლის შეკეთება ან შეცვლა, იმ შემთხვევაში თუ ეს არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს არ მოითხოვს. თუ მომხმარებელმა ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება, ხოლო 6 თვის შემდეგ ნაკლის აღმოაჩენის შემთხვევაში – მტკიცების ტვირთი მომხმარებელზე გადავა. ასევე ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში შემოდის პროდუქციის უპირობო დაბრუნების 14 დღიანი ვადა.

ტეგები: კანონიმომხმარებელიონლაინ ვაჭრობაუფლება
შემდეგი პოსტი
რატომ არის ლარში სესხები უფრო “ძვირი“, ვიდრე უცხოურ ვალუტაში

ერთ თვეში ვადაგადაცილებული სესხები 72.4 მლნ ლარით გაიზარდა

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ლარის კურსი

USD2.710.00%
EUR2.760.00%
GBP3.270.00%
TRY0.150.00%

Currency exchange rates in GEL on August 7, 2022

პოპულარული

  • „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ციფრული ლარის საპილოტე ვერსია მომავალი წლიდან დაინერგება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • 1 აშშ დოლარი 3,03 ლარად ივაჭრება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ეროვნული ბანკი ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საწვავის ფასი 3 ლარს გადაცდა – რა ღირს 1 ლიტრი ბენზინი და დიზელი საქართველოში

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
ახალი ბარათი ახალი ბარათი ახალი ბარათი

ნავიგაცია

  • რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი

გამოგვყევი

Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია

სალამი!

სისტემაში შესვლა

დაგავიწყდა პაროლი?

პაროლის აღდგენა

პაროლის აღსადგენად გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელ.ფოსტის მისამართი

შესვლა