OPEC-მა შეაფასა ომიკრონის შტამის შესაძლო გავლენა ნავთობის ბაზარზე. ოპეკის განცხადებით ახალი შტამის გავლენა ბაზრზე მოკლევადიანი იქნება. შესაბამისად, .ორგანიზაციამ ჯერჯერობით გადაწყვიტა არ შეცვალოს ნედლეულზე მოთხოვნის ზრდის პროგნოზი.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ახალი ომეკრონის ვარიანტის გავლენა მოსალოდნელია ზომიერი და ხანმოკლე, რადგან მსოფლიო უკეთ აღიჭურვება COVID-19 და მასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად.
რაც შეეხება ნავთობზე მოთხოვნის პროგნოზს. OPEC-მა შეინარჩუნა ნავთობზე გლობალური მოთხოვნის ზრდის პროგნოზი ნოემბრის შეფასებით: 2021 წელს 5,7 მილიონი ბარელი დღე/ღამეში და მომავალ წელს 4,2 მილიონი ბარელი დღე/ღამეში.
ამასთან, ოქტომბერ-დეკემბერში მოთხოვნის პროგნოზი შემცირდა ევროპაში კოროვირუსული შეზღუდვებისა და ომიკრონის შტამის პოტენციური გავლენის ფონზე.მოთხოვნის აღდგენა, რომელიც ადრე მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში იყო მოსალოდნელი, ახლა გადავიდა 2022 წლის იანვარ-მარტში, რის შემდეგაც უფრო სტაბილური აღდგენაა მოსალოდნელი მომდევნო წლის განმავლობაში, აცხადებენ ორგანიზაციაში.