თი ბი სი კაპიტალმა საერთაშორისო ფინანსური ბაზრების მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საკვებისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის – განცხადებით, გლობალური საკვების ინდექსი, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, 33%-ით გაიზარდა. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ საკვების გლობალური ფასების ინდექსი უკანასკნელი 10 წლის მაქსიმუმს მიუახლოვდა.
როგორც ირკვევა, საკვების გლობალური ინდექსის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი შაქრის ინდექსის 10%-იანი და მცენარეული ცხიმის ინდექსის 7%-იანი მატება იყო, ამის მიზეზი კი მიწოდების ჯაჭვის პრობლემებია, უფრო კონკრეტულად, ბრაზილიაში ყინვების გამო, ყავისა და შაქრის ფიუჩერსების ფასები ბოლო წლების უმაღლეს ნიშნულს გასცდა.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ საქართველოში ძირითადი მოხმარების საქონლისა და მომსახურების 70%-ზე მეტი იმპორტით, უხოეთიდან შემოდის.