BFB
ოთხშაბათი, აგვისტო 10, 2022
  • Შესვლა
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
BFB
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი საზოგადოება

სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 25%-ით შემცირდა

2021-04-28
კატეგორია: საზოგადოება
A A
სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 25%-ით შემცირდა
17
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

2021 წლის პირველ კვარტალში, სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით – 25% -ით, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით – 50%-ით შემცირდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ასევე იკლო სამშენებლო სექტორში სამუშაო სივრცეში მომხდარმა უბედურმა შემთხვევებმა.

„ღირსეული შრომა ადამიანის უფლებების ის ძირითადი ქვაკუთხედია, რაზეც ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფო დგას. ამ პირობებში კი, ჩვენი როლი ღირსეული შრომის პირობების შექმნის უზრუნველყოფაა.

დღეისთვის, შრომის ინსპექციის სამსახური, როგორც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განსაზღვრული ნორმების აღსრულებას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გაწერილი შრომითი უფლებების ზედამხედველობას უზრუნველყოფს, მათ შორის – დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროვების, გენდერული სენსიტივობის მატარებელ საკითხებზე, ასევე იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიმართულებით განსაზღვრულ ნორმებზე.

აღსანიშნავია შრომის ინსპექტირების მექანიზმის გაძლიერების ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელების პოზიტიური შედეგები, რომელიც სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების მნიშვნელოვანი კლებით გამოიხატა. კერძოდ:

2021 წლის პირველ კვარტალში, სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 25% -ით, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით – 50%-ით შემცირდა.

იკლო სამშენებლო სექტორში სამუშაო სივრცეში მომხდარმა უბედურმა შემთხვევებმა. 2021 წლის პირველ კვარტალში, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 75 %-ით ნაკლები შეადგინა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ხოლო უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ იმავე პერიოდთან შედარებისას – 27%-ით იკლო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უწყება აქტიურად არის ჩართული ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ღონისძიებების აღსრულებაზე. ამ მიმართულებით, ჯამში 101 007 აქტივობა განხორციელდა.

„შრომის ინსპექცია მზად არის, უპასუხოს ყველა გამოწვევას, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვასთან, მისი დონის ამაღლებასა და შრომის უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობასთან. ჩვენ ერთად ვქმნით შრომის უსაფრთხო გარემოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ღირსეული შრომა ადამიანის უფლებების ის ძირითადი ქვაკუთხედია, რაზეც ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფო დგას. ამ პირობებში კი, ჩვენი როლი ღირსეული შრომის პირობების შექმნის უზრუნველყოფაა.

დღეისთვის, შრომის ინსპექციის სამსახური, როგორც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განსაზღვრული ნორმების აღსრულებას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გაწერილი შრომითი უფლებების ზედამხედველობას უზრუნველყოფს, მათ შორის – დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროვების, გენდერული სენსიტივობის მატარებელ საკითხებზე, ასევე იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიმართულებით განსაზღვრულ ნორმებზე.

აღსანიშნავია შრომის ინსპექტირების მექანიზმის გაძლიერების ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელების პოზიტიური შედეგები, რომელიც სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების მნიშვნელოვანი კლებით გამოიხატა. კერძოდ:

– 2021 წლის პირველ კვარტალში, სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 25% -ით, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით – 50%-ით შემცირდა. იკლო სამშენებლო სექტორში სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედურმა შემთხვევებმა. კერძოდ, 2021 წლის პირველ კვარტალში, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 75 %-ით ნაკლები შეადგინა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ხოლო უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ – იმავე პერიოდის შედარებისას 27%-ით ნაკლები შეადგინა.

სტატისტიკური მონაცემები ნათლად მიუთითებს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დაბალანსებული პოლიტიკის შედეგებზე.

გარდა ამისა, შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისა და ასოცირების შეთანხმების XXX დანართით განსაზღვრული ვადების აღსრულების მიზნით, განახლდა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განსაზღვრულ ევროდირექტივებზე მუშაობა.

შრომის ინსპექციის ჩართულობით ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ღონისძიებების აღსრულების კუთხით, საქართველოს მასშტაბით, ჯამში განხორციელდა 101 007 აქტივობა განხორციელდა.

შრომის ინსპექცია მზად არის, უპასუხოს ყველა გამოწვევას, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვასთან, მისი დონის ამაღლებასა და შრომის უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობასთან“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტეგები: სამუშაო ადგილიუბედური შემთხვევაფერაძეშრომის ინსპექცია
შემდეგი პოსტი
“ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პურის მცხობელს, რომელმაც მიიღო ელექტროენერგიის სუბსიდირება – პურის მცხობელებისთვის ეს თემა ჩავარდა”

"ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პურის მცხობელს, რომელმაც მიიღო ელექტროენერგიის სუბსიდირება - პურის მცხობელებისთვის ეს თემა ჩავარდა"

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ლარის კურსი

USD2.710.00%
EUR2.760.00%
GBP3.270.00%
TRY0.150.00%

Currency exchange rates in GEL on August 7, 2022

პოპულარული

  • „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ციფრული ლარის საპილოტე ვერსია მომავალი წლიდან დაინერგება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • 1 აშშ დოლარი 3,03 ლარად ივაჭრება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ეროვნული ბანკი ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საწვავის ფასი 3 ლარს გადაცდა – რა ღირს 1 ლიტრი ბენზინი და დიზელი საქართველოში

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
ახალი ბარათი ახალი ბარათი ახალი ბარათი

ნავიგაცია

  • რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი

გამოგვყევი

Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია

სალამი!

სისტემაში შესვლა

დაგავიწყდა პაროლი?

პაროლის აღდგენა

პაროლის აღსადგენად გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელ.ფოსტის მისამართი

შესვლა