BFB
ხუთშაბათი, მაისი 26, 2022
  • Შესვლა
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
BFB
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ეკონომიკა

საქართველოში სიმინდის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობა შემცირდა, ხორბლის, ქერის და კარტოფილის კი გაიზარდა

2022-04-15
კატეგორია: ეკონომიკა
A A
საქართველოში სიმინდის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობა შემცირდა, ხორბლის, ქერის და კარტოფილის კი გაიზარდა
4
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს ხორბლის წარმოებამ 136.1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 32.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

„ქერის წარმოება 28.4 პროცენტით გაიზარდა და 58.3 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 233 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 8.6 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. კარტოფილის წარმოება კი 12.7 პროცენტით გაიზარდა და 235.1 ათასი ტონა შეადგინა. 2021 წლის განმავლობაში წარმოებულია 149 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 15.4 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2021 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით სიმინდის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები შემცირდა; გაიზარდა ხორბლის, ქერის და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.7 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ – 2.1 ტონა/ ჰა, სიმინდის – 3 ტონა/ჰა, კარტოფილის – 14.3 ტონა/ჰა, ბოსტნეულის – 10.3 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 13.8 ტონა/ჰა, კიტრის 12.7 ტონა/ჰა, ხახვის 8 ტონა/ჰა, ნივრის 3 ტონა/ჰა, კომბოსტოს საშუალო მოსავლიანობამ კი შეადგინა 19.9 ტონა ერთ ჰექტარზე.

წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 212.1 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1 პროცენტით აღემატება. მათ შორის საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობია 64.3 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 147.8 ათასი ჰექტარი შეადგინა. ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 79.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 50.6 ათასი ჰექტარი იყო, ქერის – 28.1 ათასი ჰექტარი, კარტოფილის – 16.4 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების – 11.9 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის – 11.5 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 14.2 ათას ჰექტარს შეადგენდა.

წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს ქვეყანაში წარმოებულია 85.6 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 16.2 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში წარმოებულია ასევე 57.4 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (წინა წელთან შედარებით 5.4 პროცენტით ნაკლებია), 53.8 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (31.9 პროცენტით მეტი), 23 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (3.1 პროცენტით მეტი), 61.5 ათასი ტონა ციტრუსი (8.3 პროცენტით მეტია). გარდა ზემოთქმულისა აღსანიშნავია, რომ 2021 წელს წარმოებულია 269.2 ათასი ტონა ყურძენი, რაც 15.1 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს,“- ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტეგები: კულტურანათესისაქსტატისოფელი
შემდეგი პოსტი
მაისში ფულადი გზავნილები 42.4%-ით გაიზარდა

მარტში ფულადი გზავნილების მოცულობამ 193.1 მლნ დოლარი შეადგინა

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ლარის კურსი

USD2.850.00%
EUR3.04+0.11%
GBP3.58–0.02%
TRY0.17–0.19%

Currency exchange rates in GEL on May 26, 2022

პოპულარული

  • „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ციფრული ლარის საპილოტე ვერსია მომავალი წლიდან დაინერგება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • 1 აშშ დოლარი 3,03 ლარად ივაჭრება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ეროვნული ბანკი ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საწვავის ფასი 3 ლარს გადაცდა – რა ღირს 1 ლიტრი ბენზინი და დიზელი საქართველოში

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
ახალი ბარათი ახალი ბარათი ახალი ბარათი

ნავიგაცია

  • რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი

გამოგვყევი

Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია

სალამი!

სისტემაში შესვლა

დაგავიწყდა პაროლი?

პაროლის აღდგენა

პაროლის აღსადგენად გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელ.ფოსტის მისამართი

შესვლა