პარლმანეტის საბიუჯეტო ოფისის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა, უფრო კონკრეტულად, ერთი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლართა 0.1%-ით ხოლო ევროსთან 1.7%-ით გამყარდა.
ამასთან, ლარის გამყარების ტენდეციებს წლიურ ჭრილშიც ავლენს კერძოდ, ერთ წელიწადში ლარი დოლართან 5.5%-ით, ხოლო ევროსთან 9.2%-ით გამყარდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნოემბერში, რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაცვლითი კურსების უმეტესობა, აშშ დოლართან მიმართებაში გამყარების ტენდენციას ავლენს, თუმცა განსხვავებული მასშტაბით. მაგალითად, ერთ წელში რუსული რუბლი დოლართან 5.9%-ით გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულება 73,2 რუბლს შეადგენს. ერთ წელში 4.2%-ით გამყარდა სომხური დრამი და ერთი აშშ დოლარის ღირებულება 496,1 დრამს შეადგენს. აზერბიჯანული მანათის კურსი დოლართან, ფაქტობრივად, არ შეცვლილა, ხოლო თურქული ლირა რეკორდულად, 23.7%-ით გაუფასურდა. დღესდღეობით ერთი დოლარის ღირებულება კი 13,8 ლირას შეადგენს.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ინფორმაციით უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ამერიკული დოლარი 3 ლარისა და 10 თეთრის ფარგლებში ივაჭრება.