სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 773.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა 820.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2%-ით მეტია.
10 პროდუქტი, რომელიც საქართველოდან ექსპორტზე გადის:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 158 813 400 დოლარი
- მსუბუქი ავტომობილები – 86 573 100 დოლარი
- ფეროშენადნობები – 83 684 500 დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – 43 935 000 დოლარი
- სპირტიანი სასმელები – 29 834 200 დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები – 29 362 900 დოლარი
- აზოტოვანი სასუქები – 28 711 100 დოლარი
- თხილი და სხვა კაკალი – 24 572 100 დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 19 017 800 დოლარი
- ტრიკოტაჟის ნაწარმი – 15 540 100 დოლარი