BFB
ოთხშაბათი, აგვისტო 10, 2022
  • Შესვლა
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია
BFB
Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი საზოგადოება

3 ივნისიდან საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება

2021-05-27
კატეგორია: საზოგადოება
A A
3 ივნისიდან საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება
15
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

2021 წლის 3 ივნისიდან, საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ათენი – თბილისი – ათენის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი შეასრულებს.

ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის საჰაერო მიმოსვლა თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით დაიწყება, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობისას, ფრენების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

„ათენი – თბილისი – ათენის მიმართულებით რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: 3 ივნისიდან 29 ოქტომბრამდე, რეგულარული რეისები განხორციელდება ყოველ პარასკევს, 4 ივლისიდან სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბერი), დაემატება კიდევ ერთი სიხშირე და ფრენები შესრულდება ყოველ პარასკევს და კვირას, ხოლო 21 ივლისიდან, ავიაკომპანია დაამატებს მესამე სიხშირეს და სეზონის დარჩენილ პერიოდში ფრენები განხორციელდება ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Aegean Airlines-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 25 მაისს მიენიჭა. ეგეოსის ავიახაზები საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტეგები: საბერძნეთისაქართველოსაჰაერო მიმოსვლა
შემდეგი პოსტი
საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა

საქართველოში 794 ათას ადამიანზე მეტი უკიდურეს სიღარიბეშია

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ლარის კურსი

USD2.710.00%
EUR2.760.00%
GBP3.270.00%
TRY0.150.00%

Currency exchange rates in GEL on August 7, 2022

პოპულარული

  • „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    „საქართველოდან გერმანიაში სამუშაოდ წასული მოქალაქეები უმძიმეს სამუშაო პირობებში არიან“

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ციფრული ლარის საპილოტე ვერსია მომავალი წლიდან დაინერგება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • 1 აშშ დოლარი 3,03 ლარად ივაჭრება

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • ეროვნული ბანკი ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
  • საწვავის ფასი 3 ლარს გადაცდა – რა ღირს 1 ლიტრი ბენზინი და დიზელი საქართველოში

    0 იზიარებს
    გაზიარება 0 Tweet 0
ახალი ბარათი ახალი ბარათი ახალი ბარათი

ნავიგაცია

  • რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი

გამოგვყევი

Უშედეგო
იხილეთ ყველა შედეგი
  • მთავარი სიახლე
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ფინანსები
  • საზოგადოება
  • ვლოგი/ბლოგი
  • მსოფლიო
  • წარმატების ისტორია
  • იპოვე კომპანია

სალამი!

სისტემაში შესვლა

დაგავიწყდა პაროლი?

პაროლის აღდგენა

პაროლის აღსადგენად გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი მომხმარებლის სახელი ან ელ.ფოსტის მისამართი

შესვლა